საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე თსუ-ში

           თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გამართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს  თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა   ნინო ოკრიბელაშვილმა მიმართა და ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომელსაც ჰორიზონტი ევროპა სთავაზობს მეცნიერებს.

 

          შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, მათ  დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დაფინანსების იმ სქემებს რომლებშიც მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ინსტიტუციურად.

 

ჰორიზონტი ევროპა არის ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამა კვლევისა და ინოვაციებისთვის, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა.



პროგრამა ხელს უწყობს თანამშრომლობას და აძლიერებს კვლევისა და ინოვაციების გავლენას ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში, მხარდაჭერასა და განხორციელებაში გლობალური გამოწვევების დაძლევისას. 

 

2021 წელს საქართველომ მოიპოვა ჰორიზონტი ევროპის ასოცირებული წევრის სტატუსი, რაც ქართველ მეცნიერებს და ინსტიტუციებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს განახორციელონ საერთაშორისო პროექტები და კვლევითი შედეგები გაიტანონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

 

საინფორმაციო დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციები  შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:ინფორმაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" შესახებ, კულტურა, კრეატიულობა, ინკლუზიური საზოგადოება, სამოქალაქო უსაფრთხოება და საზოგადოება, ციფრული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და კოსმოსი, კლიმატი, ენერგია და მობილობა, - სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო, ევროპული ინოვაციების საბჭო; ევროპული ინოვაციების ეკოსისტემა.

 

        ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები,ადმინისტრაციის წარმომდგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა კითხვა-პასუხის  რეჟიმსაც.

თარიღი: 06/04/2023