13 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ღონისძიებას. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ - პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა და თსუ ჰორიზონტი ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა - დოქტორმა ნინო ფარსადანიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში ERC-ის, MSCA-სა და WIDENING-ის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დამსწერთათვის გააკეთეს პრეზენტაციები მიმდინარე საგრანტო კონკურსების თაობაზე.