საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა განაცხადების მიღება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 26 დეკემბრის №1662355 ბრძანების საფუძველზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე განაცხადების მიღება.

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განცხადებები მიიღება ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2024 წლის 14 დეკემბრიდან 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

 

 

თარიღი: 05/01/2025