სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ „თსუ ანაკლიის ბანაკი 2024“, რომელიც გაიმართება 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
ბანაკი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში გაიმართება.
ბანაკის პროგრამა 5 დღისგან შედგება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.
ბანაკის პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის გასართობ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებს:
- ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის ?“;
- საერთო საბანაკე თამაშები;
- კონცერტები;
- ფეხბურთის ტურნირი;
- კალათბურთის ტურნირი;
- ფრენბურთის ტურნირი;
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პროექტის ბენეფიციარები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე.
სტუდენტურ ბანაკში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მოცემულ ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აგვისტო.
გთხოვთ, გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში თან იქონიოთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ბანაკი არის უფასო ყველა მონაწილისთვის!