საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ინოვაციები - იდეიდან დანერგვამდე“ სეზონური სკოლა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

23 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის გაიმართება სეზონური სკოლა „ინოვაციები -იდეიდან დანერგვამდე“.

სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს:

გამოყენებითი კვლევების კულტურის;

დარგთაშორისი კვლევებისა და აგროეკოლოგიურ გარემოს;

ინოვაციების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ.

 

სკოლა გაძლევთ შანსს: კომფორტულ და მეგობრულ გარემოში  აითვისოთ დარგთაშორისი კვლევის ძირითადი მეთოდები,  მოისმინოთ გამოცდილ მეცნიერთა წარმატების პირადი მაგალითები, მეცნიერების პოპულარიზაციის ახალი მიდგომები, გაიღრმავოთ ცოდნა საგანმანათლებლო-კვლევითი და ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, დაგეგმოთ სტაჟირება და სხვა.          

სკოლის ფორმატი მოგეხმარებათ გამოკვეთოთ  პრიორიტეტული და აქტუალური თემები, პერსპექტიული და თქვენთვის საინტერესო სამეცნიერო კვლევითი მიმართულებები; შეხვდეთ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრებს; საბუნებისმეტყველო დარგების, აგრეთვე ინოვაციების მართვის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, სამეცნიერო პიარის საკითხებზე მომუშავე  თქვენს თანატოლებს, დაამყაროთ კავშირები სამომავლო ერთობლივი პროექტების შექმნის პერსპექტივით.

მოტივირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ  ინოვაციებისა და ცოდნის გადაცემის ფაბლაბში არსებული დანადგარების: ჭრის, გრავირების და-3D სკანერების ტექნოლოგიას. აგრეთვე, დრონების ლაბორატორიას და დრონების მეშვეობით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას: ფოტო-ვიდეო გადაღება, ატმოსფერული ჰაერის გაზომვა, პესტიციდების გაფრქვევა, ტვირთის გადაადგილება, სინქრონიზირებული მოძრობა და სხვა.

სეზონური სკოლის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი გასვლითი ლექციების ციკლი კახეთში ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემებზე: ქვევრის ღვინო ქართული ფენომენი; ქვევრის ღვინის წარმოება - ტრადიციები და თანამედროვე მიდგომები.

მსმენელთა რაოდენობაა შეზღუდულია  50-60 ადამიანის ოდენობით. რეგისტრაცია 20 ნოემბრის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ: info@conference23iice.ge 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. გაიცემა მონაწილის სერტიფიკატი!

სეზონური სკოლის დაფინანსება უზრუნველყოფილია, თსუ 2023 სტუდენტური პროექტის:  "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები  - იდეიდან დანერგვამდე. 2023“ ფარგლებში.

სკოლა იმუშავებს 23-24 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ 1 კორპ. აუდიტორია 115) და  25 ნოემბერს  - ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტრანსპორტი უზრუნველყოფილია).

სეზონური სკოლის დეტალური პროგრამა განთავსებულია ვებგვერდზე: https://conference23iice.ge

არ გადადოთ თქვენი განაცხადის გამოგზავნა!

თარიღი: 14/11/2023