საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

    80-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობს კონფერენციაში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს უკვე მეექვსედ გაიხსნა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს დანიელ ჭონქაძეს და ოს მწიგნობარს ვასილ ცორაევს ეძღვნება.

     

    კონფერენციის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა უსურვა.

     

    VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ-ოსურ ურთიერთობათა გაღრმავებას ისახავს მიზნად და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

     

    თარიღი: 14/10/2020