საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართულის 10 წელი ლეიდენის უნივერსიტეტში: რამაზ ქურდაძე ბრუნდება“

„ქართულის 10 წელი ლეიდენის უნივერსიტეტში: რამაზ ქურდაძე ბრუნდება“ - ასე მიესალმება ლეიდენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტი ქართველოლოგიური ცენტრის დამფუძნებლი თსუ პროფესორის 10 წლის შემდეგ დაბრუნებას.    

 

ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტში გახსნილი ქართველოლოგიური ცენტრი ერთ-ერთია იმ ცენტრთაგან, რომელიც ევროპული უნივერსიტეტებში არსებობს. „ამ წელს 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეიდენის უნივერსიტეტში პირველად დაიწყო ქართული ენის სწავლება. უფრო ამაღელვებელი ის არის, რომ ამ კურსის პირველი ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ქურდაძე ბრუნდება, იმისათვის რომ ამ წლის განმავლობაში დაინტერესებულ სტუდენტებს ენა ასწავლოს. ქურდაძე განმარტავს, თუ რას უნდა ელოდნენ მისი კურსისგან სტუდენტები: „ჩემი ურთიერთობა ლეიდენთან 2012 წელს დაიწყო. იმ დროს, როდესაც ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების ცენტრი დაფუძნდა ლეიდენში. ეს იყო არაჩვეულებრივი სიამოვნება და პატივი ჩემთვის, რომ ვყოფილიყავი პირველი მოწვეული პროფესორი ქართული ენისა თბილისიდან. მოხარული ვარ, რომ 10 წლის შემდეგ კვლავ ვასწავლი ქართულს ევროპის უძველეს უნივერსიტეტში, რომელსაც უმდიდრესი ტრადიციები აქვს.“ ამ წლის განმავლობაში თსუ პროფესორი ორ კურსს წაუკითხავს სტუდენტებს. ქართული ენა დამწყებთათვის, რომელიც გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის. მათთვის, ვინც დაინტერესებულია უძველესი დამწერლობით და თექვსმეტსაუკუნოვანი სალიტერატურო ენით. მეორე კურსი - ქართული ზმნის გრამატიკა, ლინგვისტიკის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვისაა გათვალისწიებული. თუმცა, ამ კურსით, შესაძლოა, ასევე დაინტერესდეს ნებისმიერი, ვისაც სურს კარგად გაეცნოს ქართული ზმნის გრამატიკულ კატეგორიებს. ქურდაძეს იმედი აქვს, რომ სტუდენტებს ქართული ენის განსაკუთრებულობით დააინტერესებს და მოხარულია, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ სტუდენტს შეხვდება,“- ნათქვამია ლაიდენის უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

თარიღი: 25/10/2022