საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამარჯვებული ნაძვის ხეების გამოფენა და  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი გამოცხადებული იყო თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ ბიბლიოთეკის მიერ კერძო და საჯარო სკოლების უმცროსკლასელთათვის, რომელთაც უნდა შეექმნათ საახალწლო ნაძვის ხე საკანცელარიო ნივთებისაგან და წარმოედგინათ.
 

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებს შეხვდა პამელა ლინდონ ტრევერსის წიგნის „მერი პოპინსის“ მთარგმნელი ია კოროშინაძე და მხატვარი ია გიგოლაშვილი. მათ ბავშვებს  წაუკითხეს ფრაგმენტები „მერი პოპინსიდან“ და ასევე, მასტერკლასი ჩაუტარეს საახალწლო ფიგურების მომზადებაში.

თარიღი: 23/12/2022