საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველსემესტრელს ულოცავს  თსუ-ს სტუდენტობას!

 
პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:


 დოკუმენტაციის წარმოდგენა  შესაბამის ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;  
 ხელშეკრულების გაფორმება;
 ანკეტის ელქტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს); 
 ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა);
 აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა).


 
ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!


ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge), სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გაიხსნება შესავსები ანკეტა (ანკეტის ელექტრონული ვერსია), სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიტანოთ სწორად.


 
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:


ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

 ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება -  5-16 სექტემბერი 10:00-დან 18.00 საათამდე. 
(აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია  წარმოადგინოთ არაუგვიანეს  16 სექტემბრის 18:00 საათისა).
 აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 18-23 სექტემბერი. 


ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

 ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 9-19 სექტემბერი.
(აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია  წარმოადგინოთ არაუგვიანეს  19 სექტემბრის 18:00 საათისა).
 აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 23-27 სექტემბერი.

 

პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

(რექტორის ბრძანება N231/01-01, 22.08.2024)

 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით).
(არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა).
 ორი ცალი ფოტოსურათი (3x4) ბეჭდური სახით;
 ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4);
 სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 

პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს მითითებულ მისამართზე:
 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N204. ტელ. (+995 32) 2 25 04 84 ( შიდა 2323).


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი,  მე-2 სართული, მარჯვენა ფლიგელი. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა
1734).
 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა  6222;  6223;
6226; 6234; 6237).
 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი №101; N109, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; შიდა  (9740; 9741).


ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“-  მის.: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8535;) საკონტაქტო პირი: მაკა ლომიძე, ტელ: 599 70 49 60.
 
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - მის.:  მ. ზანდუკელის N16. ტელ: (+995 32) 2507177.

 
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი N212, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  (შიდა 2220).
 
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N329 . ტელ.: (+995 32)  2 25 04 84  (შიდა 1921), საკონტაქტო პირი : ციალა გიორგაძე, ტელ: 595 929 385.
 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №206. ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 (შიდა
3220; 3223).
 
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -  მის.: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, VIII სართული. საკონტაქტო პირი: ანა თოდუა, ტელ: 577 98 97 88.
 
 

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:


პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად  ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (5-16 სექტემბერი).
 

პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.
 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია პირველსემესტრელის პირადი ნომრით საქართველოს ბანკში; თიბისი ბანკსა და ლიბერთი ბანკში; (ოპერატორთან, Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.
 

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.


არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის და მშობლის პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.


 
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას) აკადემიური რეგისტრაციის ვადებში 18-23 სექტემბერი.
 


2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები:

(ბრძანება N206/01-01;22.07.2024)

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.