საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები:

 

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინიტრაციის სტრუქტურულ ერთეულს.

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციებია: საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტის სასწავლო პროცესზე, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწორად ორიენტირება, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და სხვ.

  • დეპარტამენტი შედგება სამი განყოფილებისაგან:
  • სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება;
  • სტუდენტთა მომსახურების განყოფილება;
  • სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება.

სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება ახდენს სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად ამზადებს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადებას, მონაწილეობს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან და  სხვ.

სტუდენტთა მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს კორესპონდენციების დამუშავებას, საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და წერილების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოფს უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების შემუშავებას, შევსებას, უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის დანართების გადამოწმებას, ასევე, მათ გაცემას და აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებასთან უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის, უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის დანართებისა და ცნობების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სხვადასხვა სახის ცნობების გაცემას და  სხვ.

სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება თანამშრომლობს უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებასთან საგანმანათლებლო რეესტრის წარმოების მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანას და განახლებას, ახორციელებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ინფორმაციის შეტანას და მუდმივ განახლებას, ახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ელექტრონულ აღრიცხვაზე და სხვ.

დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (032) 2 25 04 84;
e-mail: academicaffairs@tsu.ge

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

თსუ-ში კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. კვლევების მხარდაჭერის მიზნით დეპარტამნეტი ეხმარება ფაკულტეტების/ინსტიტუტების თანამშრომლებს დაფინანსების მოპოვებაში, ხელს უწყობს თსუ-ში ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

• მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი კვლევების ხელშეწყობა;
• R&D მდგრადი განვითარებისთვის პირობების შექმნა;
• პერსონალის პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
• მეცნიერების კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
• სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
• სამეცნიერო გრანტების ადმინისტრირება/მონიტორინგი - სააპლიკაციო განაცხადის ფონდის მოთხოვნებთან, უნივერსიტეტის კანონმდებლობასა და წარდგენის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყობა. საჭიროების შემთხვევაში თსუ-ს სახელით საგრანტო აპლიკაციების/ხელშეკრულებების მომზადება/წარდგენა;
• სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანგარიშების წარდგენა;
• სამეცნიერო პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების მომზადება თსუ ადმინისტრაციისთვის;
• სემინარების/სამუშაო შეხვედრების (ვორქშოფების)/კონფერენციების ჩატარება;
• საპროექტო წინადადების შემუშავებასა და მოგებული გრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაწევა;

დღეისათვის თსუ ახორციელებს 16 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საბაზისო დაფინანსებას, რომელთა სამეცნიერო-კლვევით საქმიანობის კოორდინაციას უშუალოდ ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. ინსტიტუტების დაფინანსების მთავარი წყარო არის მოზიდული გრანტები, 8–12%-იანი არაპირდაპირი ხარჯით

ელ. ფოსტა: sciencerd@tsu.ge

საგამოცდო ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი - თსუ საგამოცდო ცენტრი, რომელიც უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურის:
 
•   შუალედურ, სემესტრულ დასკვნითი/დამატებითი წერით გამოცდებს;
•   მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღებ წერით გამოცდებს;
• ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩასარიცხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მისაღებ წერით გამოცდებს;
•    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ წერით გამოცდებს;
•    გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტდენტებისათვის წერით გამოცდებს;
•    უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდები პირველკურსელებისთვის.

ელ. ფოსტა: examcenter@tsu.ge

უწყვეტი განათლების ცენტრი

უწყვეტი განათლების ცენტრი ზრუნავს თსუ-ში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევაზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის უწყვეტი განათლების პროგრამების შექმნასა და განხორციელებაზე. ცენტრის მიზანია საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებას საშუალება მისცეს გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსები და გამოცდილება პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ახალი პროფესიული უნარების შეძენისათვის, აკადემიური (საბაკალავრო, სამაგისტრო) განათლების მისაღებად საფუძვლების შექმნისათვის. აგრეთვე ცენტრის მიზანია სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება.

ელ. ფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge

ენების შემსწავლელი ცენტრი

თსუ ენების შემსწავლელი ცენტრი შეიქმნა 2007 წელს. 

 

იგი  უზრუნველყოფს თსუ ფაკულტეტების საგანმანათლებლო ერთეულების პროგრამების ფარგლებში უცხო ენების სწავლებას  ფილოლოგიური და არაფილოლოგიური მიმართულებით;    

 

ენების შემსწავლელი ცენტრი ემსახურება ფაკულტეტებს შემდეგი უცხო ენების სწავლებაში:

- ევროპული ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, რუსული, ახალი ბერძნული

 -აღმოსავლური ენები: არაბული, თურქული, სპარსული, იაპონური, ებრაული, ახალი სომხური

-კავკასიური ენები:  აზერაბაიჯანული, ადიღეურ-ჩერქეზული

- კლასიკური ენები: ლათინური, ძველი ბერძნული

- ქართული, როგორც უცხო ენა

 

ენების ცენტრში მუშაობს კვალიფიციური მასწავლებლების გუნდი.


ენების შემსწავლელი ცენტრის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მასწავლებლების მუდმივ განვითარებზე იძლევა   ხარისხისა და სანდოობის გარანტიას.

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მისიაა სტუდენტების ხელშეწყობა მათი ცოდნის, ინტერესების, მისწრაფებების შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების ძიებაში შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებისა და წარმატებული პირადი და პროფესიული თვითრეალიზების მიზნით.

მიზნები:~
სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით;
რეგულარული ტრენინგები: CV, სამოტივაციო წერილი და სამუშაოს ძიების პროცესში საჭირო სხვა დოკუმენტები; დამსაქმებელთან ინტერვიუ;
სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები;
დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა).

ელ. ფოსტა: career@tsu.ge

იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებითა და დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

პერსონალის მართვის დეპარტამენტი

პერსონალის მართვის დეპარტამენტი უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებით.

დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია, რაც გულისხმობს:

ადამიანური რესურსის მართვასთან და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნების მომზადებას და წარდგენას თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პრინციპების შემეცნების საფუძველზე;

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტში მოქმედი შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების სისტემების გაანალიზება-შეფასებას;

პერსონალის სამუშაო აღწერილობების დამუშავება/განახლებას, პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების ორგანიზებაში მონაწილეობას;

ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ხელშეკრულებების გაფორმებას და ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულების კონტროლს;

საკადრო შინაარსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების - ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადებას;

შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევას, შესაძლო კონფლიქტების შეფასებას, დასაქმებულთა ურთიერთობების არაფორმალური მხარეების შესწავლას და სხვა.

შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანებია
 

უნივერსიტეტის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;
 

ფინანსური სახსრების, მატერიალური ფასეულობების, სხვა ქონებრივი ღირებულების და არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვის და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობის და შედეგობრიობის, მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის, ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება -შესწავლის და ანალიზის მეშვეობით , არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა, შეფასება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის და რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტს დასახული მიზნების შესრულებაში;
 

სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.

საფინანსო დეპარტამენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და წინამდებარე დებულებით. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა: მატერიალური რესურსების ეფექტიანად მართვის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნორმალური პირობები; უზრუნველყოს უნივერსიტეტის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა; განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება; ბ)შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კომპიუტერუ-ლი ცენტრების, სპორტული მოედნებისა და დარბაზების თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი

თსუ საგარეო ურთიერთობის სამმართველო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გასული საუკუნის 60–იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. იგი დეპარტამენტად 2005 წელს გარდაიქმნა. მისი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს თსუ–სა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება, რაც უმრავლეს შემთხვევაში, ერთობლივი პროექტებითა და სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებით ხორციელდება. შესაბამისად, დეპარტამენტი ერთგვარად მედიატორია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტი გარესამყაროს უკავშირდება, რაც გლობალიზაციის პირობებში უმაღლესი განათლების ნებისმიერი დაწესებულებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი არის საგარეო ურთიერთობათა დარგში უნივერსიტეტის ცენტრალური სამსახური.

ჩვენი კომპეტენციაა:

საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელთა, სამეცნიერო დაწესებულებათა დელეგაციების მიღება–მასპინძლობის ორგანიზება

საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება.

ხელშეკრულების ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სტაჟირება–მივლინების ხელშეწყობა

უცხოელ სტუდენტთა მომსახურება

ქართველ სტუდენტთა მომსახურება, რჩევა–რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით

სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა

სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება

საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან: საელჩოებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.

ელ. ფოსტა: international@tsu.ge

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრი ჩამოყალიბდა 2007 წელს სპორტის ცენტრისა და კულტურის ცენტრის გაერთიანებით. ცენტრი ხელმძღვანელობს და ახორციელებს უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო საქმიანობას.

კულტურისა და სპორტის ცენტრში გაერთიანებულია როგორც შემოქმედებითი ჯგუფები, აგრეთვე სხვადასხვა სპორტული გუნდები და სექციები.

2010 წლის დეკემბერში კულტურისა და სპორტის ცენტრი გარდაიქმნა კულტურისა და სპორტის დეპარტამენტად.
 

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის თანამშრომლობა, ასევე უნივერსიტეტისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.

დეპარტამენტის ამოცანებია: უზრუნველყოს უნივერსიტეტის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში პოპულარიზაცია; უზრუნველყოს სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობა; უზრუნველყოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირთათვის.
 

ელ-ფოსტა: tsupr@tsu.ge

კანცელარია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და კანცელარიის დებულებით. კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ელ.ფოსტა: chancellery@tsu.ge

პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი

დეპარტამენტის მიზანია თსუ სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­იმ­იჯო მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას პო­ლი­ტი­კურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-სო­ცი­ალ­ურ-კულ­ტუ­რულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბით ჭრილ­ში;
თსუ-ის, მას­ში შე­მა­ვა­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის/ინ­სტი­ტუ­ტე­ბის/ცენ­ტრე­ბის და ა.შ. მრა­ვალ­მხრი­ვი საქ­მი­ან­ობ­ის (სი­ახ­ლე­ებ­ის, მოვ­ლე­ნე­ბის, პრო­ცე­სე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის) გა­შუ­ქე­ბა/ან­ალ­იზი;
მეც­ნი­ერ­ებ­ის (ყვე­ლა დარ­გის) და მეც­ნი­ერ-მკვლე­ვარ­თა (დოქ­ტო­რან­ტე­ბის, პოს­ტდოქ­ტო­რან­ტე­ბის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის), ას­ევე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სე­ბელ­თა, სა­მეც­ნი­ერო სკო­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელ­თა, ღვაწ­ლმო­სილ მეც­ნი­ერ­თა, აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია;
სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი ას­პექ­ტით გა­შუ­ქე­ბა/ან­ალ­იზი; წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტთა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია;
სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა;
სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ექ­სპერ­ტო პო­ზი­ცი­ებ­ის (სფე­რო­ებ­ის მი­ხედ­ვით) სტი­მუ­ლი­რე­ბა და წარ­მო­ჩე­ნა;
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ერო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება;
სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ისა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­ის გა­შუ­ქე­ბა/ან­ალ­იზი;
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სფე­რო­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ის, დის­კუ­სი­ებ­ისა და დე­ბა­ტე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა/გა­შუ­ქე­ბა;
სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­სულ­ტი­რე­ბა/პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში;
უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბულ კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია;
ახ­ალ­გაზ­რდა კად­რე­ბის და­ოს­ტა­ტე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სფე­რო­ში;
სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ტე­ლე-ფო­ტო არ­ქი­ვის („ოქ­როს ფონ­დი“) გან­ვი­თა­რე­ბა/გა­ფარ­თო­ება.

მუზეუმი

უნივერსიტეტის ამჟამინდელი მუზეუმი 2008 წელს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა და  მანამდე არსებული სამუზეუმო სტრუქტურები და ის კაბინეტები გააერთიანა, რომლებიც სამუზეუმო ფასეულობებს ფლობდნენ, მათ შორის იყო უნივერსიტეტში არსებული ვაჟა-ფშაველას კაბინეტი საკუთარი მდიდარი სამუზეუმო ფონდით, რომელიც  ცნობილი ქართველი მხატვრების  ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს მოიცავდა.   საბოლოოდ მუზეუმი  ისტორიის, არქეოლოგიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიისა და ემიგრაციის ფონდების სახით ჩამოყალიბდა.
მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია-რესტავრაცია. თსუ მუზეუმის მიზანია ამ პროცესში სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა.

გამომცემლობა

თსუ გამომცემლობა დაარსდა 1933 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. გამოსცემს სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო კრებულებს, ჟურნალებს და სხვ.

 

კონტაქტი - 0176, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 14. + 995 (32) 225 04 84, 6278 ან 6284 ან 6283

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური
ბიბლიოთეკა

1917 წლის 19 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წინასწარ სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა მომავალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმა და უნივერსიტეტში მიღების პირობები, ივანე ჯავახიშვილმა კოლეგებს გააცნო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის ანდერძი, რომლის თანახმად, მისი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადმოეცა. ამ კერძო კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავს, რომელიც უმთავრესად კერძო პირთა თუ დაწესებულებების შემოწირულობების ხარჯზე იზრდებოდა. ორი წლის შემდგომ უნივერსიტეტის ფონდში 100 ათასზე მეტი წიგნი იყო დაცული.

ბიბლიოთეკის გადმოეცა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს, კავკასიის ყოფილი საცენზურო კომიტეტის, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, სათავადაზნაურო გიმნაზიის წიგნსაცავები. განსაკუთრებით გამდიდრდა ბიბლიოთეკა კერძო შემოწირულობებით. უნივერსიტეტს შემოემატა დავით სარაჯიშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ცაგარლის, დიმიტრი ბაქრაძის, თედო ჟორდანიას , ვასილ პეტრიაშვილისა და სხვათა პირადი კოლექციები.

წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები საჩუქრად უგზავნიდნენ მათ მიერ დასტამბულ თუ შეძენილ გამოცემებს. საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებაში მყოფი ქართველი მეცნიერები საკუთარი ხარჯით უნივერსიტეტისთვის ყიდულობდნენ წიგნებს.

დაარსებისას ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი ახვლედიანი, შემდგომ წლებში პროფესორები აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი, შალვა ნუცუბიძე...

1938 წელს უნივერსიტეტის წიგნთსაცავს ფუნდამენტური ბიბლიოთეკა ეწოდებოდა, 1950 წლიდან კი – სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 1997 წელს უნივერსიტეტის წიგნსაცავს გრიგოლ წერეთლის სახელი მიენიჭა. ამჟამად ბიბლიოთეკა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სახელს ატარებს.

საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები.
 

ელ. ფოსტა: abonementi.library@tsu.ge