024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია შესაძლებელია students.emis.ge ელექტრონულ პორტალზე.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:
- 2024 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათიდან - 9 სექტემბრის 18:00 საათამდე
- გარე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გარე მობილობის პროცედურული ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება – 12– 13 სექტემბერი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 - 17 სექტემბერი;
- სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;
- მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები:
(უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):
- უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი 12:00 საათამდე;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი 16:00 საათამდე;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი;
- გასაუბრება სპეციალობაში - 18 სექტემბერი;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
კ) სავარაუდო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
ლ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9226);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1734).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №207; №303. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6220).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №309; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა - 9740).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1921;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).