თსუ მეცნიერები ჩართული არიან ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, რომელთა შორისაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (შვეიცარია) CERN-ის (“Conseil Européen pour la Recherche Nucléaire” - CERN) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტი, იულიხის კვლევითი ცენტრის (გერმანია) COSY ამაჩქარებლის JEDI ექსპერიმენტი, იაპონიის პროტონების ამაჩქარებელთა კვლევით კომპლექსზე (Japan Proton Accelerator Research Complex - J-ARC) დაგეგმილი COMET ექსპერიმენტი, ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე KM3Net ექსპერიმენტი, პროექტი FAIR (Facility for Antiproton and Ion Research) (გერმანია).
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება 300 -ზე მეტი კვლევითი პროექტი;
- Scopus-ის მონაცემებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 3000-ზე მეტი პუბლიკაცია;
- ყოველწლიურად ქვეყნდება 500-zე მეტი სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში;
- ერთობლივი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 150-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად (Scopus);
- ერთობლივ კვლევებში ჩართულია 3000-მდე უცხოელი მეცნიერი;
- უნივერსიტეტს ინდუსტრიასთან თანამშრომლობით გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი პუბლიკაცია (Scopus).
თსუ მეცნიერებსა და სტუდენტებს ემსახურება თანამედროვე სასწავლო სივრცეები – 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის: ფაბლაბი, SMART|Lab, SMART|AtmoSim-Lab, Bloomberg ლაბორატორია, სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები; მაღალი სიზუსტის თანამედროვე ბორთვული მაგნიტურ რეზონანსული (ბმრ) სპექტომეტრი (400 MHz); თსუ ცოდნისა და ინოვაციების გადაცემისცენტრი; მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვითი ხელოვნების სტუდია და სხვა.