საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი:


SDSU-GEORGIA ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია უახლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. სტუ­დენტს დღე­ი­სათ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს და­ე­უფ­ლონ ზო­გა­დი, ანა­ლი­ზუ­რი, ორ­გა­ნუ­ლი, ფი­ზი­კუ­რი ქიმი­ის და ბი­ო­ქი­მი­ის თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას. შე­ი­ძი­ნონ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ზო­გა­დი ქი­მი­ის ლაბო­რა­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის სტუ­დენ­ტი ეუფ­ლება: ნა­რე­ვის და­ყო­ფის მე­თო­დებს, კა­ლო­რი­მეტ­რი­ას (სწავ­ლობს კა­ლო­რი­მეტ­რ­ზე მუ­შა­ო­ბას – ენ­ტალ­პია და ენ­ტ­რო­პი­ას), მა­სი­სა და სიმ­კ­ვ­რივის განსაზღვ­რას, ტიტ­რა­ცი­ას, ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნას, თვი­სობრივ ანა­ლიზს. ეუფ­ლე­ბა სპეტ­ქ­ტ­რო­მეტ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ხსნა­რის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გან­საზ­ღ­ვ­რის მე­თო­დებს, PH Meter-ით ხსნა­რის არის და კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გან­საზ­ღ­ვ­რას, ქი­მი­ურ კი­ნე­ტი­კას, გა­ზურ ქრო­მა­ტოგ­რაფ­ზე მუ­შა­ო­ბას, ეუფ­ლე­ბა წყალ­ში ან ნა­რევ­ში ქლორიდ იო­ნე­ბის, კალ­ცი­უ­მის, სულ­ფა­ტე­ბის, რკი­ნის იო­ნე­ბის და ა.შ. გან­საზ­ღ­ვ­რას და რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნას. ორ­გა­ნულ ქი­მი­ა­ში სტუდენ­ტი სწავ­ლობს სინ­თე­ზის მე­თო­დებს, გა­მოხ­დას, გა­დაკ­რის­ტალე­ბას, და­ყო­ფას ქრო­მა­ტოგ რა­ფი­ულ სვეტ­ზე. ეუფ­ლე­ბა ინ­ფ­რა­წითე­ლი სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რით და ბირ­თ­ვულ მაგ­ნი­ტუ­რი რე­ზო­ნანსუ­ლი სპექ­ტ­რით ნივ­თი­ე­რე­ბის სტრუქ­ტუ­რის დად­გე­ნას.

 

 

ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი:


ანა­ლო­გუ­რი წრე­დე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია და­კომ­პ­ლექ­ტებუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე გამ­ზო­მი და სა­მუ­შაო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ოს­ცი­ლოს­კო­პის გმო­ყე­ნე­ბით მოახ­დი­ნონ დაკ­ვირ­ვე­ბა დრო­ში ცვა­ლე­ბად ელექ­ტ­რო­ნულ პრო­ცესებ­ზე, ასე­ვე გა­მო­იკ­ვ­ლი­ონ მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი და თვი­თონ მო­ახ­დი­ნონ სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის იმ­პულ­სე­ბის გე­ნე­რირე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლებით. ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ციფ­რუ­ლი მზო­მი ხელ­საწ­ყო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რუ­ლი მოწ­ყო­ბილო­ბე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის დად­გე­ნი­სა და შე­ფა­სე­ბი­ს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვი­ან. ყვე­ლა სა­ჭი­რო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი სქე­მის აგე­ბი­სა და მუ­შა პრო­ტო­ტი­პის შექ­მ­ნი­სათ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ად­გილ­ზე არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი