საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური დაფინანსების ახალი, გამჭვირვალე წესი ამოქმედდა;

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება 350-ზე მეტი სტუდენტური ღონისძიება, მათ შორისაა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ცერემონიები, საახალწლო კონცერტები და ა.შ.

 

 

  • უნივერსიტეტში მოქმედებს ალპინიზმის, კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალის, ფრენბურთის, ათლეტიზმის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, მშვილდოსნობის და სხვა სპორტული კლუბები. წელიწადში სპორტის 19 სახეობაში 70-ზე მეტი ტურნირი ტარდება.

 

  • 2019 წელს თსუ საკალათბურთო გუნდი დუდუ დადიანის მემორიალური თასის მფლობელი გახდა; გუნდმა სუპერლიგა 8 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდა;

 

  • 101 წლის იუბილე თსუ კალათბურთის გუნდმა საგანგებოდ აღნიშნა – „თსუ-ჰიუნდაი“ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

  • თსუ ფუტსალის გუნდი 2018-2019 წლების ფუტსალის ლიგის გამარჯვებული გახდა, „თსუ 2“ კი „ლიგა2“-ის გამარჯვებულია; ბოლო წლებია გუნდი ფუტსალის ევროპული უნივერსიადის წარმატებული მონაწილეა. გუნდმა 2017 წელს ფინალში, 2018 წელს კი ნახევარფინალში იასპარეზა და ქართულ სტუდენტურ გუნდურ სპორტში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური თეატრი „სხვენი“, მუსიკალური ბენდი „Sun of Suns“, „თსუ კაპელა“, „თსუ გორდელა“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “უნივერსიტეტი”, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“, თანამედროვე ცეკვების სექცია „TSU Modern“ და ანალოგიური სახელწოდების ანსამბლი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და სხვა.

 

  • „თსუ კაპელამ“ 2019 წლის მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე Music & Sea გრან პრი მოიპოვა;

 

  • თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ დუბაის 2018 წლის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

 

  • თსუ გორდელას საგასტროლო კალენდარში 2019 წელს „კენედის ცენტრის“, კარნეგი ჰოლის და სხვა ტურნეები ჩაიწერა;

 

  • თსუ სტუდენტური კონკურსები - ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ - კონკურსი დამწყებ მწერლებს პირველი სალიტერატურო ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს. 

 

  • მარკეტინგული და პიარ-კონკურსი „მისია“ - ყოველწლიურად ახალი პარტნიორი ქართული ბრენდი; ბოლო წლების პარტნიორი კომპანიები „ას ჯორჯია-დირსი“, IDS - ბორჯომი - საქართველო; “გეოპლანტი” (გურიელი); “ნატახტარი”; „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“; თიბისი ბანკი.

 

  • „UNIკადრი“ - კონკურსი უნივერსიტეტის შენობის, სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრის გამოსავლენად;

 

  • პლანეტა „რიდმორი“ - სტუდენტური კონკურსი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთათვის. პარტნიორი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;