საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ვებინარი პროექტის ARCC ფარგლებში

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტში - arCc (Assuming Responsibility for Climate Change), რომელშიც ჩართულია 14 პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. პროექტის ფარგლებში, 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც პროექტის კოორდინატორია საქართველოდან, გაუძღვა რიგით მეორე ვებინარს. ვებინარი ეხებოდა უნივერსიტეტების მართვას კოვიდ-19- ის პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

     

    პროექტის მიზანია, გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნისა და დისციპლინის წარმომადგენლები ერთობლივი ინიციატივების გარშემო, რაც ფოკუსირებულია გარემოზე, კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღებასა და შემცირებაზე. პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები გაცვლიან საკუთარ გამოცდილებასა და რესურსებს, ვებინარებისა და მიკრო-კურსების მომზადებით, ასევე პროექტში სტუდენტთა ჩართულობით.

    თარიღი: 11/10/2021