საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი SQUARE განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური საერთაშორისო კონფერენციაზე

2022 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ მოხსენება წარადგინა ერაზმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში  (SQUARE –Strenthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities) შესახებ.

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააუმჯობესოს მესამე მისიის აქტივობების ხარისხი და შესაბამისობა, შეიმუშავოს უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი მესამე მისიის აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა, განიხილეს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები;  უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ავტორიზაციის,  აკრედიტაციის,  სააპელაციო საბჭოების წევრები და ექსპერტები, საერთაშორისო  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ასევე სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

თარიღი: 07/02/2022