საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

 

 

 

 

ETHICS - პროექტის კონსორციუმის მესამე საერთაშორისო შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში

2025 წლის 3-4 სექტემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ გაიმართა კონსორციუმის მენეჯმენტის  მესამე საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც მასარიკის უნივერსიტეტმა (ბრნო, ჩეხეთი) უმასპინძლა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს თომაშ ფოლტინეკმა (მასარიკის უნივერსიტეტი, პროექტის მენეჯერი) და ქეთევან დარახველიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის მენეჯერი). შეხვედრაზე განიხილეს პროექტის პროგრესი, სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

პარტნიორებმა წაიკითხეს მოხსენებები მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის: სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციისა და ექსპერტთა გადამზადების პროცესზე, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მოდულის პილოტირებაზე, უნივერსიტეტებში ეთიკის ოფიცრების ტრენინგებსა და მათი როლის გაძლიერებაზე, კვლევის ეთიკის კომიტეტების მუშაობასა და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე, ასევე კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მხარდამჭერი სერვისების დანერგვასა და პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მესამე წლის სამოქმედო გეგმა, დისემინაციისა და ფინალური კონფერენციის სტრატეგია, გარე შეფასების ანგარიშის შედეგები და პარტნიორთა რეკომენდაციები.

 

ETHICS - ეროვნური სამუშაო შეხვედრა თელავში

2025 წლის 23-24 ივნისს თელავში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ეროვნური სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაში პროექტის პარტნიორი 10 ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაზე პროექტის პროგრესის, საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის პოლიტიკის დოკუმენტების, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საბჭო(ებ)ს ჩამოყალიბებისა და სერვისების შექმნა-გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

 

კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში

2024 წლის 9-11 აპრილს შედგა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ტური ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

პროექტის კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის ათი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამი ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები; ასევე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო კონსორციუმის წევრებს შორის პროექტის მიმდინარე შედეგებისა და პროგრესის განხილვა. ქართველმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა იმსჯელეს შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება იყო კვლევის ხელშემწყობ ოფიცერთა პროგრამის ნაწილი, რომელიც  ჩატარდა ქ. ქუთაისში (2023 წლის 11-13 ოქტომბერს) და მიზანად ისახავდა ტრენერთა ტრენინგს (ToT) ამ მიმართულებით. უცხოელმა პარტნიორებმა კი წარადგინეს სამუშაო ჯგუფების შედეგები: კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ციფრული სასწავლო კურსის, დოქტორანტურის სტანდარტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

ETHICS პროექტის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა

2023 წლის 2-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით შედგა კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ტური ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის 10 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 3 ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა კონსორციუმის წევრი ქართველი და ევროპელი ინსტიტუციებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალურ განხილვას, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების პრეზენტაციას.

 

 

პროექტის ETHICS პირველი ეროვნული შეხვედრა

2023 წლის 1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი ეროვნული შეხვედრა. მას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი.

 

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი პარტნიორებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალური განხილვა, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების წარდგენა.

 

 

 

მასალის წყარო: პროექტის ვებგვერდი.