საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
2014 წლის 21 აპრილიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფით თსუ-ს აქვს თავისუფალი წვდომა Elsevier-ის Scopus და ScienceDirect ბაზებზე.

ScienceDirect არის გამომცემლობა ელსევიერის ჟურნალების და წიგნების ბაზა. საქართველოს კონსორციუმისთვის ნაყიდია მხოლოდ ჟურნალების Freedom კოლექცია არქივით 2010 წლიდან.

Scopus არის წყაროსაგან დამოუკიდებელი, პოლითმატური, რეცენზირებული პუბლიკაციების (ჟურნალები, კონფერენციები, წიგნები, პატენტები) აბსტრაქტებისა და ციტირებების ბაზა, რომელსაც კურირებენ დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები. Scopus მომხმარებელს (მკვლევარი, ბიბლიოთეკარი, კვლევის მენეჯერი) უზრუნველყოფს მოძიების და ანალიტიკის ძლიერი ინსტრუმენტებით.

ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელიდან. ბაზებში შესასვლელად გადადით შესაბამის მისამართებზე www.sciencedirect.com; www.scopus.com. დისტანციური წვდომა შესაძლებელი ინსტიტუციური მეილებით.
 
წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების, დისტანციურ წვდომასთან ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსუ ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს, ბატონ თეიმურაზ ყანჩელს (teimuraz.kancheli@tsu.ge), ან თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ქალბატონ თამარ გოგუას (tamar.gogua@tsu.ge).

ScienceDirect და Scopus-ის ეფექტურად გამოყენებისათვის მოისმინეთ შესაბამისი ვებინარები შემდეგ მისამართზე: https://www.elsevier.com/en-xm/events/webinars/elsevier-training-and-demo-webinars/georgia