ინფორმაცია მიმდინარე კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია ქვემოთ ფონდების მიხედვით.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ - ფონდმა დანერგა გრანტების მართვის ერთიანი სისტემა GMUS-ი.
ვინაიდან საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება GMUS-ის საშუალებით, აუცილებელია GMUS-ზე დროულად გაიაროთ რეგისტრაცია!!! რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პროფილის გახსნა, აუცილებელი ველების შევსება, საჭირო დამადასტურებელი საბუთების/დოკუმენტების სკანირებული ვერსიების ატვირთვა და ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების მითითება (h-ინდექსი, ციტირების ინდექსი - საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლეთ შესაბამისი გზამკვლევებით).
GMUS-ში მეცნიერის რეგისტრაციის ვიდეოგზამკვლევი ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე.
თსუ-ის სახელით წარსადგენი საპროექტო წინადადებების სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, რეკომენდირებულია წინასწარ, პროექტების საბოლოო რეგისტრაციამდე გაიარონ კონსულტაციები თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარებისა და საფინანსო დეპარტამენტებში ჩვეულებრივი შეცდომების თავიდან აცილების მიზნით!
თსუ-ის, როგორც წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის ასარჩევად, შესაბამის ველში მიუთითეთ თსუ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი: 204864548
ა.შ.შ. საელჩოს და ა.შ.შ. ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ:
თსუ დარეგისტრირებულია შემდეგ სისტემებში: GRANTS.GOV და SAM.GOV
თსუ-ის UEI არის: TKWDPQAH1UM7 (DUNS: 5526560920000)
SAM-ში თსუ-ის რეგისტრაციის სტატუსი - აქტიური (იხ. დოკუმენტი)
ევროკომისიის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ:
თსუ დარეგისტრირებულია დაფინანსების და ტენდერების პორტალზე.
თსუ-ს მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034
HORIZON-EUROPE ჩარჩო პროგრამების ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ თსუ საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისს - ჰორიზონტი ევროპა - horizon.europe@tsu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი (თსუ I კორპუსი, ოთახი 113, ელ.ფოსტა: sciencerd@tsu.ge)