საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IIE) ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ სწავლა და განახორციელონ კვლევები საზღვარგარეთ.
საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი:
- ქმნის პირობებს გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად;
- ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების ასაშენებლად და საბაზრო ეკონომიკის განსავითარებლად;
- აღრმავებს აშშ-ს მოქალაქეთა საერთაშორისო კომპეტენციას;
საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას შემდეგ სფეროებში:
- განათლება;
- საქმის წარმოება და მენეჯმენტი;
- ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, საბუნებისმეტყველო მეცნირებები;
- გარემო;
- ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ჟურნალისტიკა;
- ადამიანის უფლებები;
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.iie.org/