საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იქმნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბი

თსუ-ის კურსდამთავრებულთა სურვილითა და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ადმინისტრირებით იქმნება თსუ-ის კურსდამთავრებულთა კლუბი.

 

კლუბის მიზანია დაეხმაროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

 

კლუბის წევრები სხვადასხვა აქტივობების საფუძველზე გააცნობენ სტუდენტებს იმ კომპანიებს, რომლებშიც ამჟამად საქმიანობენ და გაუზიარებენ ახალგაზრდებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას.

 

როგორ გავწევრიანდე?

  • დასაქმებული იყოთ საკუთარი აკადემიური ხარისხის შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში
  • კლუბის აქტიური წევრობისათვის საჭიროა თქვენ გქონდეთ დასრულებული თსუს რომელიმე საფეხურის აკადემიური პროგრამა ბოლო 10 წლის განმავლობაში
  • კლუბის მეგობრის სტატუსისთვის საჭიროა გქონდეს დასრულებული რომელიმე საფეხურის აკადემიური პროგრამა 10 წელზე მეტი დროის წინ

 

კლუბში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ მიჰყვეთ სარეგისტრაციო ბმულს: https://forms.gle/WrsxyjUgAzaMH8Kz6

 

 

         

 

 

          

 

 

თარიღი: 14/12/2023