საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა დასაქმების პროგრამა (YPP)

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP)
გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში. 
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან  განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის  ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.  
მონაწილე ქვეყნების სია წლიდან წლამდე იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.  
მონაწილეობის კრიტერიუმები: 
ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს.
გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.
2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:
1)    მართვა და ადმინისტრირება; 
2)    გლობალური კომუნიკაციები;
3)    პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები. 
განაცხადის წარდგენა:
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: https://inspira.un.org/psp/PUNA1J/?cmd=login&languageCd=ENG&fbclid=IwAR2H_L2V2zI6lEWS9Y2oA7M_Vl-KxcmQFpDkfkA75aLevSiXXfmc2pB-QqU&
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ:
•    YPP Communications toolkit: https://hr.un.org/page/ypp-2020-communications-toolkit
•    YPP page on the UN Careers Portal - https://careers.un.org/ypp
•    UN Careers social media: 
o    facebook.com/un.careers
o    twitter.com/un_careers

 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.
 

თარიღი: 13/10/2020