საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარიერა და სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში

30 მაისს, 14:30 საათზე, ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში (Jungle Room) გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაესაუბროთ საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, გაეცნოთ სტაჟირების შესაძლებლობებს და დაინტერესების შემთხვევაში, დატოვოთ თქვენი რეზიუმე.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტაჟირების პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. თქვენ საშუალება გექნებათ წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და მის ფინანსურ სტაბილურობაში. პროფესიონალ გუნდთან მუშაობა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა, მრავალმხრივი ინტერესების დაკმაყოფილების ასპარეზს გაძლევთ.

 

რას აკეთებს ეროვნული ბანკი?

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ცენტრალურ ბანკია და მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. წარმატებული საქმიანობის, ეფექტური პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს არაერთი ჯილდო გადაეცა.

 

ეროვნული ბანკის ფუნქციებზე ვრცლად.

თარიღი: 19/05/2023