საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია BayWa-სთან მემორანდუმი გაფორმდა

14 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გერმანულ კომპანია BayWa CS Georgia LLC -თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, კომპანია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს, ახალ კურსდამთავრებულებს დაასაქმებს 6-12 თვემდე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე ფინანსურ განყოფილებაში.

მემორანდუმი ითვალისწინებს გერმანიაში სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობას.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე სააფეხურის ((ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებსა და არაუგვიანეს ორი წლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას მინიმუმ B2+ დონეზე.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკის კურსებს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ პოზიციებზე;

თარიღი: 18/03/2024