საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მრგვალი მაგიდა თემაზე: „უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა“

 მრგვალი მაგიდა თემაზე: „უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა“

🔘ჩატარების ადგილი და დრო

18 დეკემბერი, 15:00 საათი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. მ.ალექსიძის #2 შესახ. #3

თემები:
👉 უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა - საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
👉 თსუ საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან.
👉 დამსაქმებლებთან ურთიერთობა.
👉 დამსაქმებლებთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა.
👉 საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
👉 აბიტურიენტთა არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები.
👉 პოპულარული პროფესიები და დასაქმების შესაძლებლობები.

🔘 დისკუსიის მიზანი: თუ რამდენად არის თსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან;
✔️ რა პროფესიებია მოთხოვნადი ბაზარზე;
✔️ რა მოტივებით ახორციელებენ აბიტურიენტები მომავალი პროფესიის არჩევას;
✔️ რამდენად არის ეს არჩევანი გაკეთებული პასუხისმგებლობით;
✔️ რას სთავაზობს თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით;
✔️ რამდენად არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში ბაზრის მოთხოვნები და რამდენად არის პროცესში ჩართული მსხვილი დამსაქმებლები.

მოწვეული სტუმრებია:
✔️ ირმა გრძელიძე - ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ხარისხი მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი.
✔️ მარინა ლომოური - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. ტრენერი.
✔️ გიორგი გრიგოლაშვილი - ფილოსოფიის დოქტორანტი (პოლიტიკური ფილოსოფია) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ტრენერი.

 

თარიღი: 16/12/2019