საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან

2022 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა. თუმცა ამ კანონის დარღვევის ფაქტებს ყოველდღიურად ვაწყდებით, დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლისთვის კი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით 16 თებერვალს 16:00 საათზე I კორპუსის 115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში უკეთ გაეცნობით თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს და ამასთან გაიმართება პროექტ „დაიწყე კარიერა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ პრეზენტაცია. პროექტი მოიცავს კონკურსს და 6 თვიან სტაჟირებას, რომელიც განკუთვნილია იურიდიული და ბიზნესის/ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.  

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:  https://forms.gle/vVsL2UiRUVgEhyMg7

თარიღი: 13/02/2023