საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. (იგულისხმება თანხმობის ფორმის შევსება)

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

გაცნობებთ, რომ მონაწილეობის მსურველება 23 თებერვლიდან -23 მარტის ჩათვლით სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უნდა დააფიქსირონ თანხმობის ფორმის შევსებით.
თანხმობის ფორმის შევსება შესაძლებელია, როგორც დისტანციურად ასევე სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლით.

დისტანციურად თანხმობის ფორმის შევსების შემთხვევაში უნდა შეავსოთ lms.tsu.ge-ზე გამოგზავნილი ფორმა (ჩამოტვირთეთ და შეიყვანეთ შემდეგი ინფორმაცია: უნივერსიტეტის დასახელება, პირადი ნომერი; სახელი; გვარი და ხელმოწერა) და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge (შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ,,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა". თანხმობის ფორმა შეიძლება შეავსოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამოდენიმე მსურველმა)
(თუ თანხმობის ფორმის გადმოტვირთვისას შეგექნმათ ტექნიკური პრობლემა, მოგვწერეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/careerTSU ან ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge)
თანხმობის ფორმის შესავსებად 1 მარტიდან -23 მარტის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს 11:00 -დან 16:00 -მდე მობრძანდით სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში. (ილ ჭავჭავაძის #1, თსუ I კოპრუსი უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, უნივერსიტეტის ბაღი ,,ჩაის სახლის" მეორე სართული)

სტაჟირების სახელმწიფო სტაჟირების გაზაფხულის ნაკადში მონაწილეთათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პარასკევს 26 თებერვალს 13:00-სთ-ზე დისტანციურად zoom პლატფორმაზე 
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/93997608934
Meeting ID: 939 9760 8934

დამათებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
www.facebook.com/careerTSU
lms.tsu.ge/შეტყობინებები -თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი
career@tsu.ge

თარიღი: 23/02/2021