საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!
🔎აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 2️5 აგვისტოდან 2️5 სექტემრის ჩათვლით, უნდა მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. (იგულისხმება თანხმობის ფორმის შევსება)
👉🗓გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 26 ოქტომბერს.
📌ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ  ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
👉🔎გაცნობებთ, რომ მონაწილეობის მსურველება 25 აგვისტოდან -25 სექტემბრის ჩათვლით სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უნდა დააფიქსირონ თანხმობის ფორმის შევსებით.
თანხმობის ფორმის შევსება შესაძლებელია, როგორც დისტანციურად ასევე სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლით.
👉📌დისტანციურად თანხმობის ფორმის შევსების შემთხვევაში უნდა შეავსოთ lms.tsu.ge-ზე გამოგზავნილი ფორმა (შეიყვანეთ შემდეგი ინფორმაცია: უნივერსიტეტის დასახელება, პირადი ნომერი; სახელი; გვარი და ხელმოწერა, შევსებული თანხმობა არ უნდა იყოს ბეჭდური სახით, დოკუმენტი უნდა ამობეჭდოთ შეავსოთ და დასკანერებული გამოაგზავნოთ) და  გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე 📧employment@tsu.ge (შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ,,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა". თანხმობის ფორმა შეიძლება შეავსოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამოდენიმე მსურველმა)
(👉თუ თანხმობის ფორმის გადმოტვირთვისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა, მოგვწერეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის სოციალურ ქსელში 🔗 https://www.facebook.com/careerTSU ან ელექტრონულ ფოსტაზე📧 career@tsu.ge)

https://stajireba.gov.ge/ka/News/itskeba_stazhirebis_sakhelmtsifo_programis_2021_tslis_shemodgomis_nakadi

თარიღი: 25/08/2021