საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თსუ დესპანი 2024“-ის შემაჯამებელი შეხვედრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, „თსუ დესპანი 2024“-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია შეხვდა და წარმატებები უსურვა.

 

„მნიშვნელოვანი პროექტია „თსუ დესპანი“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს მშობლიურ სკოლებში ჩავიდნენ და სკოლის მოსწავლეებს, ჩვენს მომავალ სტუდენტებს ესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებზე, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაზე, გაცვლითი პროგრამებით უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებზე. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ უმაღლესმა დაწესებულებამ და სკოლამ ითანამშრომლონ,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი „თსუ დესპანი“ მე-12 წელია რაც ხორციელდება. მისი მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტისადმი სტუდენტების ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს, მასში მონაწილეობის სურვილი 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა.

 

უკვე მეორე წელია პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, წელს კი პროექტს ახალი მხარდამჭერი ჰყავს "Digital Institute" სახით.

 

პარტნიორობის ფარგლებში 20 დესპანს მათთვის სასურველი კურსი "Digital Institute" -ში სრულად დაუფინანსდება. ამასთან ყველა დესპანს 50% ფასდაკლება ექნება ნებისმიერ სასურველ კურსზე.

თარიღი: 29/02/2024