საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი

 უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების და  კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, სტუენტთა საერთო საცხოვრებელში  სტუდენტური ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს  საზოგადოებაში პროფესიული და  სოციალური უნარების რეალიზებაში. 

მიზნებიდან გამომდინარე ცენტრისთვის  პრიორიტეტული მიმართულებებია:

სტუდენტთა კონსულტირება

სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი მათ თვითგამორკვევაში,  საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვასა და პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.  საკონსულტაციო  შეხვედრები ემსახურება სტუდენტებისთვის აქტუალური საკითხების განხილვას, არსებული შრომითი ბაზრის მოთხოვნების გაცნობას, იმ უნარებისა  და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, რომელიც სტუდენტს კარიერულ გადაწყვეტილების მიღებასა და განვითარებაშიი დაეხმარება.

LLL პროგრამებით სტუდენტთა პროფესიული და კარიერული განვითარება

კარიერის სწორი დაგეგმისა და განვითარებისთვის აკადემიური განათლების გარდა საჭიროა არაფორმალური განათლების მიღება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. აღნიშნული ცენტრი უზრუნველყობს  რეგულარული ტრენინგ-კურსების ჩატარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:  კარიერის დაგეგმვა და მართვა, სივის შევსებისა და წარმატებლი გასაუბრების ტექნიკები, ეფექტური კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები, გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრა, პროექტის წერა  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საერთო საცხოვრებელში სერვისების და კამპუსის ცხოვრების განვითარება

აკადემიური სწავლების გარდა სტუდენტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და კომფორტული სტუდენტური ცხოვრება.  ცენტრი მიზნად ისახავს არსებული საერთო საცხოვრებლების ოპტიმიზაციასა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით კამპუსის ცხოვრების განვითარებას.

შრომის ბაზრის მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოვება

თანამედროვე შრომის ბაზარი მუდმივი გამოწვევებისა და ცლილებების პროცესშია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები კადრების მიმართ უფრო და უფრო იზრდება რაც უმაღლესი სასწავლებლებისთვის მანიშნებელია იმის, რომ თვალი უნდა ადევნონ ბაზარს და შესაბამისი საჭიროების მქონე კადრები აღზარდონ. ცენტრის საქმიანობაში ერთ-ერთი ბაზისური მიმართულებაა არსებული შრომის ბაზრის სპეციფიკის შესწავლა და ანალიზი რათა სტუდენტებს სწორედ ის უნარ-ჩვევები განუვითარდეთ რაც კონკურენტულ გარემოში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

კონტაქტი
სტუდენტი