სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ პოზიციებზე :
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი თბილისი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი ქუთაისი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი ბათუმი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი ფოთი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი ზუგდიდი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი მცხეთა
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი მარნეული
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი გორი
Ø ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი გურჯაანი
ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, მცხეთა, მარნეული, გორი, გურჯაანი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქციები :
• უძრავ ნივთზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
• ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გარდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველების არსებობისას რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება/რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;
• სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
• შემოსული კორესპონდენციის განხილვა, პასუხის მომზადება/გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო განაცხადის მიღება;
• სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.
• „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის წარმოება;
• სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება/რეგისტრაცია;
• უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში (ქაღალდის და/ან ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეტანა, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
• მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის მიზნით შერჩეულ დასახლებებში საველე ვიზიტი, მიწის ნაკვეთებზე უფლებამოსილი პირების, უფლების დამდგენი დოკუმენტაციის იდენტიფიცირების და მონაცემების დამუშავების მიზნით.
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი/მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
• საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ”;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის № 134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადა - 11.07.2022
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი" და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.