საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/06/2022 - 10/07/2022

Majid Al Futtaim Carrefour Georgia მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში, კერძოდ,
მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) დაგეგმვისა და ლოგისტიკის საოპერაციო მიმართულებით თავის დამკვიდრებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების
უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

 

  • სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
  • დეპარტამენტი - Supply Chain and Logistic
  • ლოკაცია - Carrefour Georgia, სათაო ოფისი


კანდიდატს შეხება ექნება შემდეგ მიმართულებებთან :
1. შესყიდვების დაგეგმარება
2. იმპორტი, განბაჟება
3. ადგილობრივი მომწოდებლების შეკვეთების შექმნა
4. საწყობის ოპერაციები
5. საოპერაციო ანალიტიკა
6. საწყობიდან მაღაზიებამდე ტრანსპორტირება/ მარშუტების დაგეგმვა


თუ დაინტერესებული ხართ ახალი გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებით, და თვლით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში უნდა განვითარდეს, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო, ლიდერ კომპანიაში.


გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (თემის გრაფაში მიუთითეთ „სტაჟიორი“)

 

გისურვებთ წარმატებებს!