საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისთ ფოინთი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ჰიპერმარკეტი ‘დომინო’-სთვის.

 

ძირითადი მოვალეობები:

მიზნობრივი აუდიტორიისა და მსოფლიო ტრენდების შესწავლა, ადგილობრივი ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი

მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა და მართვა (სეზონური ღონისძიებები,  ყოველკვირეული და ყოველთვიური  აქციები/კამპანიები)

მონაცემთა ბაზის ანალიზი მომხმარებლების ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში

მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა

მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან  

კომპანიის პოლიგრაფიული მასალების/უნიფორმების  შეკვეთა და მენეჯმენტი

 

მოთხოვნები:

განათლება - კომუნიკაციების/ ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით

მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

შემოქმედებითი ხედვა

გუნდური მუშაობის უნარი

 

ანაზღაურება : 2500-2800 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

სამუშაო გრაფიკი: სრული

სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

მდებარეობა: ა. თვალჭრელიძის # 2, დომინოს სათაო ოფისი

https://www.domino.com.ge/

 

დაინტერესების შემთხვევაში 10 ივლისამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@eastpoint.ge ,სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი