საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ბრეს-საქართველო” და “მაკ-ჯორჯია” აცხადებენ საზაფხულო სტაჟირების შესაძლებლობას (ანაზღაურებად სტაჟირებას) მოტივირებული სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულებისთვის. 


სტაჟირება განხორციელდება ღრმა და მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებაში, რომელიც მდებარეობს ჩხოროწყუში და მოიცავს მომსახურებაში ჩართული ქცევითი სირთულეების მქონე მამრობითი სქესის 15 წლის ბენეფიციარისთვის ერთი-ერთზე/პირდაპირი მხარდაჭერის გაწევას (პირდაპირი მხარდამჭერის სამუშაო აღწერილობა თან ერთვის განცხადებას). 


სტაჟირების პერიოდი მოიცავს სულ მცირე ორ თვეს (ივლისი და აგვისტო). დაინტერესების და სტაჟირების წარმატებულად გავლის შემდეგ და დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს სტაჟირების პერიოდის გახანგრძლივება.

 

 

  • სტაჟირება ანაზღაურებადია, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს ხელზე ასაღებ 700 ლარს. 
  • შერჩეულმა კანდიდატმა თავად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლის ხარჯები. სურვილის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატს გაეწევა დახმარება საცხოვრებლის მოძიებაში.
  • შერჩეული კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება სრული სამჯერადი კვებით მის სამუშაო დღეებში.

 

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
1. ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, სოციალური სამუშაოს, სპეციალური განათლების, ან სხვა მომიჯნავე სფეროს საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულებული სულ მცირე ორი კურსი.
2. კანდიდატი არ უნდა იყოს 20 წელზე ახალგაზრდა, სასურველი ასაკი 25 წელს ზევით;
3. განსაკუთრებულად ველოდებით დაინტერესებას მამრობითი სქესის სტუდენტების/კურსდამთავრებულების მხრიდან იმის გათვალისწინებით, რომ
ერთი-ერთზე მხარდაჭერა უნდა გაეწიოს მამრობითი სქესის ბენეფიციარს.


დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ ფოსტაზე mac_info@macgeorgia.org უნდა გამოგზავნონ:
1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს მოტივაციის წერილსაც 
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

 

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) გთხოვთ, მიუთითოთ  „საზაფხულო სტაჟირება“ (ქართული შრიფტით);

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 7 ივლისი.

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა სტაჟირების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ.

 
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი სტაჟირების დაწყებამდე გაივლის მაკ- ჯორჯიას  ტრენინგს ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვის/მოზარდის განვითარების ხელშეწყობისა და მწვავე ქცევის მართვაში; ასევე, სრული  სტაჟირების პერიოდში გაეწევა პროფესიულ სუპერვიზია და მხარდაჭერა მაკ ჯორჯიას სპეციალისტების მხრიდან. 


სტაჟირების წარმატებულად დასრულების შემდეგ, შერჩეული კანდიდატი მიიღებს მაკ ჯორჯიას სერტიფიკატს და ბრეს ჯორჯიას სარეკომენდაციო წერილს. 


 
სარგებელი, რომელსაც სტაჟიორი მიიღებს:

  • მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მაკ ჯორჯიას საერთაშორისო გუნდის მიერ, მათ შორის ტრენინგები და პროფესიული კონსულტაციები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ბავშვთან/მოზარდთან მუშაობის შესახებ;
  • პროფესიული გამოცდილება რეალურ და ხელშემწყობ სამუშაო გარემოში;
  • მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მენტორის ყოლა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ სუპერვიზიას, რეგულარულ უკუკავშირს და მუშაობის მოდელირებას; 
  • პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობის და პროფესიული კონტაქტების განვითარების შესაძლებლობა;
  • სარეკომენდაციო წერილი დამსაქმებლისგან (“ბრეს საქართველო”);
  • მაკ ჯორჯიას სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. 

 

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ ფოსტაზე: mac_info@macgeorgia.org


ინფორმაცია ბრეს საქართველოს და მაკ ჯორჯიას შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.breathcareforkids.com/
https://macgeorgia.org/en/

 

გელოდებით და გისურვებთ წარმატებას!