საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 30/06/2022 - 11/07/2022

ჩვენ ვთავაზობთ თქვენი უნივერსიტეტის 3 - 4 და მაგისტრატურის კურსის სტუდენტებს ჩაერთონ ჩვენს სტუდენტურ პროექტში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით.


რაც მოიცავს აკადემიაში არსებული ტრენინგ მოდულების მიხედვით კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას მათთვის საინტერესო მიმართულებით და სამომავლოდ ლექტორის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.


დაინტერესებულმა სტუდენტებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე და მოხდება თქვენთან ინდივიდუალური გასაუბრება.


ასევე უნივერსიტეტში დასაქმებული ლექტორები,თუ გამოხატავენ IT Academy STEP-თან თანამშრომლობის მზაობას ლექტორობის მიმართულებით, გადმოაგზავნონ რეზიუმე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე და მოხდება დაკავშირება.

 

IT აკადემია STEP არის მსოფლიო ბრენდი - IT განათლების ლიდერი. აკადემიას აქვს 100-ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით და 20 წლიანი გამოცდილება.


აიტი აკადემია „სტეპი“ გამოირჩევა განსხვავებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რომელიც სტუდენტს კომპლექსურად გადასცემს როგორც ცოდნას, ასევე უნარებს, და მიღებული ცოდნის რეალიზაციას.


IT აკადემია Step-ის სასწავლო პროგრამები შეესაბამება აშშ-ის და ევროპული აკადემიის პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. აკადემიაში ასწავლიან მაღალკვალიფიცირებული თავისივე დარგის წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები.


სტუდენტები, რომლებმაც განათლება IT აკადემია STEP-ში მიიღეს, არიან თავის სფეროში სრულფასოვანი პროფესიონალები. მიღებული ცოდნა და უნარები უზრუნველყოფენ IT სფეროში წარმატებულ პროფესიულ დასაწყისს.


ექსპერტთა პროგნოზით, მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ უკვე დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება ტექნოლოგიებით. აიტი აკადემია „სტეპი“ დაგეხმარებათ, გახდეთ ადამიანი, რომელიც ქმნის ამ ტექნოლოგიურ რესურსებს.


ჩვენ ვიწვევთ მხოლოდ საუკეთესოებს, მოაზროვნეებს, მომთხოვნებსა და მიზანდასახულებს!

თუ შენ ფიქრობ, რომ აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, მოდი ჩვენთან და გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი - სტეპერი!

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული  - IT ACADEMY STEP GEORGIA