საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას და უკაბელო სერვისებს. კომპანია რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი. 2017 წელს  სილქნეტმა პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.

 

მიზანი: კომპანია სილქნეტის მიზანია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და  თანამედროვე სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

 

მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet

 

ს.ს.  „სილქნეტი“  გთავაზობთ,   სტუდენტების დასაქმებას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე,  რაც ნიშნავს:

-  ფიქსირებულ კონკურენტულ ხელფასსა და  გამართულ საბონუსე სისტემას.

-   საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

-   კომპანიაში დასაქმებული  პროფესიონალებისგან გამოცდილების  მიღებას;

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=6462

 

განაცხადის გასაკეთებლად დასაშვებია 2 გზა:

 

1.    გადადით  საიტზე  jobs.silknet.com,  რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული  რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).

2.    დაინტერესებული  კანდიდატების cv-ები გამოგვიგზავნეთ  შემდეგ ელ. ფოსტაზე:  rkharebava@silknet.com