საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია
BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს
ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს
ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის
სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს
სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის
მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების
სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-
პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ

ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები,
რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების
წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში,
მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი RPA დეველოპერი

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

ხანგრძლივობა

აღწერა

3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან,
დასაქმდებიან კომპანიაში უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე

ფუნქცია/მოვალეობები

• რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა (RPA-
UiPath, Microsoft)

• პროცესების ანალიზი Process mining ინსტრუმენტების გამოყენებით და
ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა
• სხვადასხვა პროგრამული პლატფორმის „Event Log“ -ების დამუშავება და
ფორმატირება
• პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების
გამოყენებით.
• როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა
ჩვენთან ცოდნის მიღება და განვითარება
• Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული
გადაწყვეტილებების ათვისება

• Process mining ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების
ათვისება
• ბიზნეს-პროცესების აგების და ავტომატიზაციის ათვისება
• პროცესების მოდელირების სწავლა
• Python, VBA, VBS, vb.net, SQL პროგრამირების ენების სწავლა
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული
ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი
კურსის სტუდენტებიც)
• C# ან .Net პროგრამირების ცოდნა
• SQL მოთხოვნების შექმნის ცოდნა
• ალგორითმების აგების ტექნიკის ცოდნა
• ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის გრძნობა
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან
შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I გასაუბრება
II დავალება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან
გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ
„ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი RPA დეველოპერი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.07.2022

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით.
აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის
შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ
შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც)
ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა
დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული
თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე
გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ
განცხადების გამოქვეყნები??%