საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

     

    ·      ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ სტუდენტი/კურსდამთავრებული;

    ·      ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

    ·      გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

    ·      არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან;

    ·      გაინტერესებს საბანკო სექტორი

    ·      სურვილი გაქვს გაიუმჯობესო მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები.

     

    შენ გექნება შესაძლებლობა:

     

    ·      შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;

    ·      დაეხმარო მომხმარებელს გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;

    ·      გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;

    ·      წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

     

     ჩვენ გთავაზობთ:

     

    ·      4 საათიან სამუშაო განაკვეთს: მონაცვლეობით, 10:00-19:00 პერიოდში

    ·      2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

    ·      6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;

    ·      ჯანმრთელობის დაზღვევას;

    ·      ფიქსირებულ ხელფასს (200 ლარი ხელზე) + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით).

     

    ადგილი სადაც იმუშავებ:

     

    სტანდარტული სერვისცენტრი, Express სერვისცენტრი.

     

    თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

     

    დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.