საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/07/2022 - 11/07/2022

თანამდებობის დასახელება   მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება       სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კერძო სამართლის მიმართულებით)

კონკურსის ტიპი    ღია კონკურსი

ორგანიზაცია   საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია   იურიდიული

განცხადების ბოლო ვადა   11.07.2022

თანამდებობრივი სარგო:    1980 ლარი

ადგილების რაოდენობა      1

სამსახურის ადგილმდებარეობა    თბილისი

სამუშაოს ტიპი     სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა    12 თვე

 

ფუნქციები

• საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

• „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს პოზიციის მომზადება;

• კერძო სამართლის დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სახელმწიფოთა შესაბამისი კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელება;

• საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;

• სამინისტროსთვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

• მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა;

• კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, დეპარტამენტში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

• კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა, კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავებაში, პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრში, აგრეთვე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

• კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა და სათანადო პასუხების მომზადება.

 

მოთხოვნები   

მინიმალური განათლება   ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება    1 წელი

პროფესია            იურისტი

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე   https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72241?active=1