საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/07/2022 - 11/07/2022

თანამდებობის დასახელება   მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება   სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საჯარო სამართლის მიმართულებით)

კონკურსის ტიპი  ღია კონკურსი

ორგანიზაცია  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია  იურიდიული

განცხადების ბოლო ვადა  11.07.2022

თანამდებობრივი სარგო:  1980 ლარი

ადგილების რაოდენობა  1

სამსახურის ადგილმდებარეობა  თბილისი

სამუშაოს ტიპი     სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა  12 თვე

 

ფუნქციები

• სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორტმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;

• საჯარო სამართლის სფეროში ცალკეულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება;

• საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლა და ცალკეული საკითხის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის თაობაზე წინადადებების მომზადება;

• არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით ცალკეული იდეისა და ინიციატივის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება;

• სხვადასხვა უწყების, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება/ექსპერტიზა ან/და სამინისტროს/დეპარტამენტის პოზიციის მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;

• კანონმდებლობის ცვლილების თაობაზე მოქალაქეთა და ორგანიზაცია-დაწესებულებების განცხადებებზე/წერილებზე შესაბამისი პასუხის მომზადება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება   ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება    1 წელი

პროფესია       იურისტი

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე   https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72242?active=1