საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა
მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი
სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით).


დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი
მომსახურებების დეპარტამენტში
დაწყების თარიღი: 08 ივლისი 2022
დასრულების თარიღი: 31 ივლისი 2022
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
 აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის
მიღება;
 აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
 კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და
შენახვა;
 ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
 აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში
მონაწილეობის მიღება;
 პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
 საბაზისო განათლება ფინანსებში (შესაძლებელია იყოს სტუდენტი, თუ სამუშაო
გრაფიკთან არის თავსებადი);
 ინგლისური ენა  საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და
დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;
 საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
 ანალიტიკური აზროვნება;
 ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
 გუნდურად მუშაობის უნარი;
 სხარტი აზროვნების უნარი;
 აქტიურობა და ინიციტივიანი;
 შრომისმოყვარე;

 თვითმოტივაციაზე ზრუნვის უნარი;
 პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
 სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
 სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
 ანაზღაურება: შეთანხმებით
 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის
შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:
 ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
 ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
 Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ
სამუშაო გარემო-პირობებს!
 გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
 სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
 კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
 კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
 თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ
თქვენი ცოდნა;
 პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
 სამედიცინო დაზღვევას;
 სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge