საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia პარტნიორი კომპანიისთვის
(ჰოლდინგური კომპანია, ინდუსტია - მშენებლობა) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის
პოზიციაზე.
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
ვაკანსიის დაწყება: 08 ივლისი 2022
ვაკანსიის დასრულება: 31 აგვისტო 2022
ძირითად ფუნცია-მოვალეობები:
 მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის
მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების
შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
 საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და
კონტროლი;
 ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული
გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
 ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
 ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო
პროგრამაში;
 სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
 სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის
უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება);
 ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია);
 დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების
სისწორის კონტროლი;
 დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და
შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
 დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების
მომზადების პროცესში ჩართულობა;

 დაქვემდებარებული ასისტენტის დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ
დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ
დავალებებზე/ოპერაციებზე;
 დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის (ასისტენტ(ებ)ის) მუშაოების შედეგების
განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი
ფორმით.
მოთხოვნებით:
 უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
 სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ორი დონე;
 სავალდებულოა ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
 სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
 მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის/მთავარი ბუღალტერის
პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
 ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
 სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
 დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
 დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
 გუნდში მუშაობის უნარი;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
 ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
 ანაზღაურება: 5000 ლარი (Net)
 სამუშაო ლოკაცია: ქ. ბათუმი (კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელი
ფართით)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის
შემდეგ ეტაპებს:
 წერითი დვალება:
ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
 გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge