საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“EFES საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

“EFES საქართველო“ უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

პოზიცია: ქსელის კვლევისა და ანგარიშგების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებელთა შეხედულებების შეგროვება, ბრენდის, ბაზრის/დაფარვის წილის და ხელმისაწვდომობის შესახებ. სტანდარტების განსაზღვრა მარშუტის გეგმის მიხედვით და პროცესების მონიტორინგი;

პირველადი, კრიტიკული და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვება;

ციკლის პერიოდის აპლიკაციებისა და პრომო კამპანიების სარგებლისა და უპირატესობების ანალიზი;

დილერებისგან უკუკავშირის მიღება;

მენეჯერების მხრდაჭერა ანალიტიკური ფორმების მომზადებაში, მათ შორის ვიზუალური მასალის (ფოტო მასალა ქსელიდან)  მოძიებასა და პრეზეტაციის შექმნის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;

ინგლისური ენის ცოდნა (B2);

მინიმუმ 1=2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში/მარკეტნგში FMCG სექტორში;

MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;

ინფორმაციის სწრაფად ანალიზისა და დამუშავების უნარი;

ხშირი მივლინება საქართველოს მასშტაბით;

მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკური მართვის კოლოფი).

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით; 

** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე:  career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 16 ივლისი.