საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება   -   ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი

კონკურსის ტიპი   -    სტაჟირება

ორგანიზაცია    -   საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

 

განცხადების ბოლო ვადა    20.07.2022

თანამდებობრივი სარგო:  400 ლარი

ადგილების რაოდენობა       2

სამსახურის ადგილმდებარეობა    თბილისი

სამუშაოს ტიპი    სრული განაკვეთი

 

ფუნქციები

• სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

• კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;

• ქართულ და ინგლისურ ენებზე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;

• სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;

• უწყებათაშორისი კომუნიკაცია და კოორდინაცია;

• საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (UN, EU, CoE, NATO) მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

• დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  -   სტუდენტი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული  https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72382?active=1