სს. საქართველოს ბანკის საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოფიცრის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;
კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
კონფლიქტური სიტუაციის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;
ენერგიულობა, ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/07/2022.