საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ - სამსახური) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას (არანაზრაურებადი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

სამსახურის შესახებ:

სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

 

სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

 

პრაქტიკის შესახებ:

პრაქტიკანტი ჩაერთვება სამსახურის მიმდინარე საქმიანობაში. მას საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის იმ სპეციალისტებთან (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულება) ერთად, რომლებიც ახორციელებენ წარდგენილი ანგარიშგებების შემოწმებას კანონისა თუ შესაბამისი წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.

 

მოთხოვნები :

  • ეკონომიკის ან/და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Word, Microsoft office Excel, Internet/ Web Browser)

 

უნარ-ჩვევები:

o დეტალებზე ორიენტირებულობა

o დროის ეფექტურად მართვის უნარი

o სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი o სამუშაოს დაგეგმვის უნარი

o ანალიზის უნარი

o ადაპტაციის უნარი

o არგუმენტაციის უნარი

o კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი

o გუნდური მუშაობის უნარი

o მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

o მიზანდასახულობა

o კრეატიულობა/ინოვაციურობა

o კოლეგიალურობა

o კომუნიკაბელურობა

 

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;

2. გასაუბრება (უნარ-ჩვევებისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების ზოგადი ცოდნის შემოწმება);

3. გასაუბრების შედეგების მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, პრეზენტაციის ჩატარება.

 

დაინტერესებულ პირებს პირადი რეზიუმის წარდგენა შეუძლიათ 2022 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე s.macharashvili@saras.gov.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge