საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.  განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც. სასურველია შიდა ან გარე აუდიტში, ბუღალტერიაში, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ან/და რუსული  ენების ფლობა B2 დონეზე;
  • SQL პროგრამირების ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე(CV) ელ. ფოსტაზე: Tatiana.tateishvili@aversi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აგვისტო

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!