საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

 

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

 

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა,
  • რეგისტრაციის პროცედურებისა და ოთახის განაწილების მართვა,
  • რესეფშენის ყოველდღიური საკონტროლო სიის წარმოება,
  • ადმინისტრაციის ყველა ანგარიშის სათანადოდ შევსება,
  • გასაღებების გაცემა სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად,
  • ფულადი სახსრებისა და საკრედიტო ბარათების სათანადოდ დამუშავების შემოწმება,
  • კლიენტის მიერ მოთხოვილი სპეციალური მომსახურების ორგანიზება,
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროზე და მის შემოგარენზე,
  • სასტუმროს სხვა განყოფილებებთან მუშაობის გზით კლიენტთა მომსახურების შესრულების ორგანიზება,
  • სტუმრების ყველა საჩივარისა და პრობლემის გადაჭრა.

 

მოთხოვნები:

  •  ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება
  •  ინგლისურ და რუსულ ენების ცოდნა
  •  PMS (Opera, Fidelio, Libraetc)ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  •  კომპიუტერული უნარები
  •  ენერგიული
  •  დეტალებზე ყურადღების გამახვილება
  •  პასუხისმგებელი და კარგად ორგანიზებული
  •  გუნდში მუშაობა
  •   სამუშაო გრაფიკი 2სამუშაო დღე 2 დღე დასვენება (12საათიანი სამუშაო განაკვეთი)
  •  უფასო უნიფორმა
  •   უფასო კვება
  •  პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე: khedihr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!