საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Setanta Sports უმსხვილესი სპორტული მედიაა ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიოს 14 ქვეყანაში, სპორტის მოყვარულებს ჩვენი სატელევიზიო და ციფრული პლატფორმის www.setantasports.com - ის მეშვეობით ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის კონტენტს (Champions League, Top Football Leagues, UFC,WTA, F1,vbetЛіга) და სპორტის სახეობების მრავალფეროვან პორტფოლიოს.

 

ინოვაციური და თანამედროვე ციფრული პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს, ადგილასა და ნებისმიერი მოწყობილობით თვალი ადევნოს მისთვის საინტერესო სპორტულ ღონისძიებებს.

 

Setanta Sports-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს IFRS რეპორტინგის ოფიცერის პოზიციაზე, რომლის მიზანია კომპანიის მასშტაბით სისტემატიური IFRS რეპორტინგის უზრუნველყოფა.

 

შენი ძირითადი საქმიანობა:

  • პერიოდული IS, BS და CF რეპორტების IFRS სტანდარტებით მომზადება;
  • IFRS მიზნებისთვის კორექტირებების მომზადება;
  • უცხოური ვალუტის ნაშთების გადაფასების შემოწმება;
  • კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი/კონტროლი;
  • ლიცენზიის ხელშეკრულებებიდან ფინანსური ინფორმაციის ამოღება და რეპორტებში სწორად ასახვის უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა.

 

პოზიციისთვის საჭირო გამოცდილება, უნარები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა, სასურველია ACCA F7 ან DipIFR;
  • MS Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა, მნიშვნელოვანია წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში შეავსე  სააპლიკაციო ფორმა.

მონაცემების მიღების ბოლო ვადა: 5 სექტემბერი, 2022

 

წარმატებებს გისურვებთ !