საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ტელნეტი“  აქტიურად საქმიანობს  IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT  მხარდაჭერას კვალიფიციური  გუნდის დახმარებით.

 

„ტელნეტის“ უპირატესობა არის, IT სერვისების ერთ პროდუქტში გაერთიანება. კვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი, ზრუნავს თქვენი ყოველდღიური აიტი საკითხების მოგვარებაზე, პროექტების დაგეგმვაზე  და სისტემების გაუმჯობესებაზე.

 

კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებიც სრულიად გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს, სტრატეგიასა და ღირებულებებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://telnet.ge/

 

"ტელნეტი" აცხადებს სტაჟირებას "IT მხარდაჭერის ინჟინერის“ პოზიციაზე. სტაჟირება მოიაზრებს ადგილზე დასაქმების პერსპექტივას.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას #4.

სამუშაო დრო სტაჟირების პერიოდში ინდივიდუალურად შეთანხმდება აპლიკანტთან.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსული პრობლემური საკითხების  გამართულად და დროულად  მოგვარება.
  • კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილზე მისვლით ან/და დაშორებულად.
  • კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, პრინტერების და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია.
  • ოპერაციული სისტემების გამართვა, კომპიუტერის აწყობა, კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება, ვინდოუს სისტემის გადაყენება, მონაცემების დაარქივება.
  • WIFI მოწყობილობების დაყენება/გამართვა.
  • სვიჩების და როუტერების დაყენება.
  • არსებული ტექნიკის ტესტირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია კომპიუტერული სისტემების და კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა.
  • ადგილზე მოხდება შერჩეული კანდიდატის დატრეინინგება და სწავლება.
  • გელით ჩვენს მეგობრულ გუნდში.

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მნიშვნელოვანია ქონდეს IT ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
  • ორგანიზაციულობა, დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  recruit@telnet.ge

 

სათაურის ველში მიუთითოთ სტაჟირების დასახელება: IT მხარდაჭერის ინჟინერი

 

გისურვებთ წარმატებას!